ხაბიბ ნურმაგომედოვის მენეჯერი ალი აბდელ-აზიზი ტონი ფერგიუსონის ვარჯიშებს დასცინის. ფერგიუსონი თავის ვარჯიშებს პერიოდულად "ინსტაგრამსა" და "თვითერზე" აქვეყნებს და ერთი შეხედვით, მათ არავითარი შეხება არ აქვთ MMA-სთან. შეგახსენებთ, ხაბიბის მოწინააღმდეგე სწორედ ტონია.
"ეს ბრძოლა აუცილებლად ჩატარდება. ერთადერთი, რაზეც ვწუხვარ, ისაა, რომ ამ სულელმა არამზადამ ტრავმა არ მიიღოს. ის სულელია.
ამ არამზადამ უნდა შეწყვიტოს რკინის ძელზე ფეხების რტყმა. ის უკონტროლოა, მან უნდა
მოიხმოს გუნდში ნამდვილი მწვრთნელები და მათი მითითებებით ივარჯიშოს, ტონის ისეთი
ადამიანები სჭირდება, ვინც მას და მის ქმედებებს გააკონტროლებს.
დიახ, ის ჩინებული მებრძოლია, მაგრამ სულელი არამზადაა. ადამიანი ყველაფერს აკეთებს, რომ
თავის თავს ავნოს." - ციტირებს აბდელ-აზიზს BJPenn-ი.
13:09 19-03-2020
ტონი სულელი არამზადაა, ნეტავ, ტრავმა არ მიიღოს - ხაბიბის მენეჯერი ტონიზე
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული