წლის ბრძოლა ჩატარდება - უაითმა ადგილი იპოვა, მაგრამ არ ამბობს

AutoSharing Option
UFC-ის პრეზიდენტმა დეინა უაითმა განაცხადა, რომ UFC 249-ის ჩასატარებელი ადგილი გამონახა. შეგახსენებთ, ტურნირის მთავარი ბრძოლა ორგანიზაციის მსუბუქი წონის ჩემპიონ ხაბიბ ნურმაგომედოვსა და ტონი ფერგიუსონს შორის გაიმართება. 

"მე ვიცი, სადაც ჩავატარებთ ტურნირს. ეს იქნება დახურული ღონისძიება, არავითარი გულშემატკივარი. ადგილის დასახელებისთვის ჯერ არ ვარ მზად", - განაცხადა უაითმა mmajunkie-სთან საუბარში. 

რამდენიმე დღის წინ UFC-მ დაადასტურა, რომ ბრძოლა 19 აპრილს კვლავ გაიმართებოდა, თუმცა დაგეგმილი ბრუკლინის ნაცვლად, მოუწევდათ სხვა ტერიტორიის გამონახვა. როგორც ჩანს, უაითმა შეასრულა პირობა და წლის ბრძოლა ცარიელი ტრიბუნების ფონზე, თუმცა მაინც
ჩატარდება.

altტონი სულელი არამზადაა, ნეტავ, ტრავმა არ მიიღოს - ხაბიბის მენეჯერი ტონიზე

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული