"მე ვიცი, სადაც ჩავატარებთ ტურნირს. ეს იქნება დახურული ღონისძიება, არავითარი გულშემატკივარი. ადგილის დასახელებისთვის ჯერ არ ვარ მზად", - განაცხადა უაითმა mmajunkie-სთან საუბარში.
რამდენიმე დღის წინ UFC-მ დაადასტურა, რომ ბრძოლა 19 აპრილს კვლავ გაიმართებოდა, თუმცა დაგეგმილი ბრუკლინის ნაცვლად, მოუწევდათ სხვა ტერიტორიის გამონახვა. როგორც ჩანს, უაითმა შეასრულა პირობა და წლის ბრძოლა ცარიელი ტრიბუნების ფონზე, თუმცა მაინც ჩატარდება.
ტონი სულელი არამზადაა, ნეტავ, ტრავმა არ მიიღოს - ხაბიბის მენეჯერი ტონიზე