ჯონ ჯონსი ისევ დაიჭირეს - მებრძოლები განრისხებულები არიან [რეაქციები]

AutoSharing Option
UFC-ის საუკეთესო მებრძოლი და ნახევრად მძიმე წონის ჩემპიონი ჯონ ჯონსი არაფხიზელ მდგომარეობაში მანქანის მართვის გამო დაიჭირეს. მას, ასევე, მანქანაში ცეცხლსასროლი იარაღი და ნახევრად ცარიელი ალკოჰოლური სასმლის ბოთლი უპოვეს. შეგახსენებთ, ჯონსს ამავე მიზეზით ადრე უკვე ჰქონდა სამართალდამცველებთან სერიოზული პრობლემები.

როდესაც ეს ამბავი გასაჯაროვდა, სოციალური ქსელები, ფაქტობრივად, "აფეთქდა" მებრძოლების პოსტებით. გთავაზობთ მათ:

დილონ დანისი (მაკგრეგორის სპარინგპარტნიორი): "ჯონსი ყველგან რეკორდებს ხსნის. ის პირველია, ვინც კარანტინში დააპატიმრეს. არ ჩააგდოთ ის ციხეში, მას ამით ვერ გამოასწორებთ. უკეთესია, ჩემთან გალიაში ჩაკეტოთ".

დიეგო სანჩესი: "კორონავირუსმაც კი ვერ
შეაჩერა ჯონ ჯონსი, პანდემიის დროს რომ არ დაეწყო ხეტიალი. სუფთა ჩვარია, მატყუარა, ყალბი ჩვარი. ეგეც და მისი ფანებიც".

კოლბი კოვინგტონი: "ხომ ხედავთ, სამყარო ნორმალური ტემპით განაგრძობს არსებობას. არ გვაქვს პანიკის მიზეზი".

იან ბლახოვიჩი: "ბრძენი ხალხი ამბობდა: "დარჩით სახლში", მაგრამ არა, რა. გეყოფა, ჯონ. უფრო ჭკვიანური მიზეზი მოძებნე, რომ ჩვენს ბრძოლას თავი აარიდო. ციხე არ გიშველის".

ბენ ასკრენი: "ერთ რაღაცას ვერ ვხვდები, რატომ არ დაიქირავებს ჯონსი მძღოლს წელიწადში 50 ათას დოლარად?"

ალექს ვოლკანოვსკი: "პირველი აპრილის ხუმრობაა. ჯანდაბა, ახლა ხომ მარტია. ამ იზოლაციის გამო ყველაფერი ამერია უკვე".

კრის ვეიდმანი: "არ მიკვირს".

ვალენტინა შევჩენკო: "მიკვირს, თანამედროვე სამყარო ჰაიპის გამო რას აკეთებს. მე მასთან ერთ საღამოს მომიწია გამოსვლა. დავრწმუნდი, რომ ჯონსი ზრდილობიანი და კეთილი ადამიანია. რთული პერიოდი აქვს და კიდევ უფრო ძლიერი დაგვიბრუნდება".

კორი ანდერსონი: "გახსოვთ, ყველას როგორ დაგაჯერათ, რომ გამოსწორდა? მე ჯერ მაშინ ვიძახდი, რომ ეს სიყალბე და ბლეფი იყო. ისტორია მეორდება".

ჯონსი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, ხოლო სასამართლო 8 აპრილს გაიმართება.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული