UFC-ის მსუბუქი წონის ტიტულის პრეტენდენტი ტონი ფერგიუსონი თავის "ინსტაგრამზე" ამავე წონის ჩემპიონს, ხაბიბ ნურმაგომედოვს მიმართავს:
"18 აპრილი შორს აღარ არის, ხაბიბ ნურმაგომედოვ. ვიცით, რომ რუსეთში იმალები. ჩემთვის ფრენების აკრძალვა არ იქნება წინაღობა და შენც ნუ იმართლებ ამით თავს. რამდენი საბრძოლო ადგილი გამოგიგზავნეს?! შენ ყველაზე უარი თქვი. შემოგვთავაზე, სად გინდა ბრძოლა ჩავატაროთ. შენ ისევ ძ..კნა ხარ. აუცილებლად მოვალ შენამდე, მინდა ეს იცოდე.
#დაიცავიანგაათავისუფლე" - განაცხადა ტონიმ.
შეგახსენებთ, UFC 249 ჩაშლის პირასაა, რამდენადაც ხაბიბი ვერ ახერხებს ამერიკაში გაფრენას. თუ ბრძოლა არ ჩატარდება, ეს იქნება ამ დაპირისპირების ჩატარების მე-6 ჩავარდნილი მცდელობა, რაც თავის მხრივ, სპორტის ისტორიაში რეკორდულია. თუმცა, თუ რუსეთის მთავრობა სპეციალურ ნებართვას გასცემს, ჩემპიონს შეეძლება აშშ-ში ჩაფრენა.