ნურმაგომედოვი ბრძოლის ადგილზე: თბილისიდან დაგვირეკეს და მზად არიან...

AutoSharing Option
UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონი ხაბიბ ნურმაგომედოვი, რომელიც ამჟამად დაღესტანში იმყოფება და ვერ ახერხებს აშშ-ში გაფრენას და ტონი ფერგიუსონთან ბრძოლის ჩატარებას, საინტერესო სიახლეს აანონსებს.

"დუბაი დაკეტილია, აშშ დაკეტილია. ჩემს მენეჯერს თბილისიდან დაურეკეს და დიდი არენა შესთავაზეს ბრძოლის ჩასატარებლად. ჯერჯერობით არ სახელდება არენის სახელწოდება. მე საქართველოში შემოსვლა სპეციალური ნებართვის გაცემის შემდეგ შემეძლება. საინტერესოა, დეინა უაითი და ტონი ფერგიუსონი რა აზრის იქნებიან. მიყვარს საქართველო და ქართველი ხალხი. კარგია, რომ საბრძოლო ადგილი გამოჩნდა", - განაცხა
და ხაბიბმა.

ალბათ, არა მხოლოდ MMA-ის ქართველი ფანების, არამედ საბრძოლო და ზოგადად, სპორტის მოყვარულებისთვის ეს ამბავი საინტერესო და სასურველი იქნებოდა, თუმცა, სამწუხაროდ, დღეს პირველი აპრილია და ესეც საპირველაპრილო ხუმრობა გახლავთ.
მკითხველის კომენტარები / 30 /
პირველი აპრილიაოოო!!! კითხვა არ იცით, ბოლომდე რატომ არ კითხულობთ, რა ამბავი ატეხეთ.....
.....
01 აპრილი 2020 12:25
0
1 არილი რომ არც იყოს ისედაც უნდა მიხვდე მინიმუმ 21აპრილამდე საქართველოში ორი ორზეც ვერ ითამაშებ ფეხბურთს რაის კრივის მატჩი დახურულ სივრცეში ვინც დაიჯერეთ კიდევ ერთხელ ჩანს რამდენად ""გესმით შენ კი ხაბიბ ეკაიფე ჯო დასენს და კადიროვს :დ
ნოდო
01 აპრილი 2020 15:02
2
ჰაბიბი შესაძლოა პიროვნულად კარგი ადამიანია, შესაძლოა ვიღაცას როგორც მებრძოლი მოსწონს, შესაძლოა არც იტყუება და მართლა უყვარს საქართველო, მაგრამ იმ ქვეყნის დროშის და ჰიმნის ქვეშ მებრძოლის გულშემატკივრობა რომელიც მთავარი დამნაშავეა უამრავი ქართველის სიკვდილში, გაუბედურებასა და სახლებიდან გამოყრაში ძალიან დაბალი ლეველის უტვინობაა!
zura
01 აპრილი 2020 16:03
9
იმერელმა რა კარგად იცის კითხვა კახელი კი ლეკს გულშემატკივრობს?... უკვე სამოთხეა დედამიწაზე მგონი და ვერ გაგვიგია.....
მიხო
01 აპრილი 2020 13:19
4
ბოლომდე თუ წაიკითხავთ კარგი იქნება :)))
L.J.
01 აპრილი 2020 11:31
0
რუსეთის დროშით გამოდის, პუტინს ელაქუცება, გინდ დაღესტნელი იყოს გინდ მარსიანელი, ეგრე ჯიქიაც "ქართველია" მაგრამ დაიღალა მტკიცებით რომ რუსია
ზორბეგი
01 აპრილი 2020 12:09
5
დღეს პირველი აპრილია,წაიკითხეთ რა ბოლობდე
eeeeex
01 აპრილი 2020 11:33
0
გავარტყი ჰაბიბს.
სტატუს ქუო
01 აპრილი 2020 12:08
6
პირში ეტყვი?
martlaaa
01 აპრილი 2020 12:32
12
ვინც უთხრა იმას რა ... მოჭამა
BTC
01 აპრილი 2020 15:01
4
გია, გამარჯობა. მადლობა რომ სიახლეებს ჩვენთან ეცნობით. ინფორმაცია, რომელიც თქვენ დაწერეთ, გავრცელებულია ყალბი ქართული ვებგვერდების მეშვეობით, რომლებიც ცდილობენ მომხმარებლის ყურადღება დეზონფორმაციით მიიქციონ. ხაბიბი პერიოდულად საქართველოს სტუმრობს, ზოგიერთი წყაროს ცნობით, ვიზას აქ აკეთებს ხოლმე. რეალურად ცუდი საქართველოზე და მითუმეტეს ქართველ ხალხზე არასდროს უთქვამს.
Sportall
01 აპრილი 2020 12:05
2
ბოლომდე კითხვა რომ არ იცის უმრავლესობამ და ვერ გაუგიათ რომ საპირველაპრილო ხუმრობა იყო კიდევ გასაგებია, მაგრამ ზოგიერთი ქართულს წერს ჩინურისგან ვერ გაარჩევს კაცი და ამ დროს ადამიანი რომელმაც მშობლიური ენა არ იცის სხვის პატრიოტიზმს არჩევს ალბათ სირცხვილია!!!
!!!!
02 აპრილი 2020 10:02
0

სიახლეები პოპულარული