ხაბიბი: მაკგრეგორი ბებერი ბ*ზივითაა, ყურადღების მიქცევას ცდილობს

AutoSharing Option
გუშინ, 2 აპრილს, UFC-ის ჩემპიონი მსუბუქ წონაში ხაბიბ ნურმაგომედოვი თავისი "ინსტაგრამის" მეშვეობით გულშემატკივრებს ესაუბრებოდა. ნურმაგომედოვი რამდენიმე აქტუალურ კითხვას პასუხობდა, რომლებიც მის გარშემო ბოლო დღეებში ტრიალებდა.

სტრიმის დროს კომენტარის სახით კონორ მაკგრეგორმა დაწერა, რომ ხაბიბს მასთან საუბარი დაეწყო და ლაივში ჩაერთო. ნურმაგომედოვმა ირლანდიელის კომენტარი დააიგნორა, ხოლო მოგვიანებით მომხდარზე ისაუბრა.

"კონორის გამოჩენა "ინსტაგრამზე" ჩემს პირდაპირ ეთერში? ვფიქრობ, ის ძველი ბ*ზივითაა, რომელიც ყურადღების მიქცევას ცდილობს. მისი დრო წავიდა. ასეც გადაეცით", - განუცხადა ხაბიბმა ESPN-ს.

მაკგრეგორი და ნურმაგომედოვი ერთმანეთს 2018 წელს შეხვდნენ და გამარჯვებული
მეოთხე რაუნდში ხაბიბი გახდა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
იქით ფერგიუსონი ეძახის ძუკნას, რომელიც თურმე მას ემალება... აქეთ კომენტარებში აგინებენ ჰაბიბს, რატომ არ ხვდები ფერგიუსონსო!.. გეგონება, ამ ხალხს ჯერ არაფერი სმენია კორონავირუსის შესახებ და არ იციან, რომ ვერავითარი შეხვედრა მათ შორის ვერ ჩატარდება მსოფლიოს ვერც ერთ ქვეყანაში!!!
გადასარევი!..
13:50 03-04-2020
1

სიახლეები პოპულარული