ჯონ კავანა, რომელიც UFC-ს მსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონის კონორ მაკგრეგორის მწვრთნელია, აცხადებს, რომ კონორი ხაბიბ ნურმაგომედოვს ვერანაირად ვერ შეცვლის და ტონისთან ვერ იჩხუბებს.
"არ არსებობს იმის შანსი, რომ კონორმა ამ შოუზე მონაწილეობა მიიღოს. ირლანდიაში კორონავირუსის პანდემიის გამო უმკაცრი კარანტინი მოქმედებს. ჩვენ ვარჯიშების ჩატარების შესაძლებლობაც არ გვაქვს. კონორს ფიტნეს დარბაზში შესვლაც არ შეუძლია, ყველაფერი დაკეტილია." - ციტირებს კავანას MMA Junkie.
შეგახსენებთ, ნურმაგომედოვისა და ტონი ფერგიუსონის ბრძოლა 19 აპრილს უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო, ბრძოლის გამართვა თავდაპირველ ადგილას შეუძლებელი გახდა. UFC დღემდე ეძებს ახალ ლოკაციას.