მეტ სერასთან ინტერვიუში პორიემ ხაბიბზე ისაუბრა:
"სიმართლე გითხრათ, ხაბიბი ისეთი ძლიერი არ აღმოჩნდა, როგორიც მეგონა. ფიზიკური ძალის კუთხით, ვგრძნობდი, რომ უფრო ძლიერი ვიყავი. მაგრამ მისი ტაიმინგი, ტექნიკა და ბალანსი სხვა დონეზეა. მას ეს ყველა მახასიათებელი გაცილებით უკეთესი ჰქონდა, ვიდრე ჩემს რომელიმე მოწინააღმდეგეს. ის ძალიან კარგად ანაწილებს წონას. რთულია, სიტყვებით გადმოვცე. მას საუკეთესო ბალანსი აქვს." - თქვა პორიემ.
შეგახსენებთ, ხაბიბი 19 აპრილს ტონი ფერგიუსონს დაუპირისპირდება.
ტონი სულელი არამზადაა, ნეტავ, ტრავმა არ მიიღოს - ხაბიბის მენეჯერი ტონიზე