ფერგიუსონი გეჯის შეხვდება, გეჯი სტილისტურად ყველაზე უხერხული მოწინააღმდეგე იქნება

AutoSharing Option
ESPN-ის ცნობით, UFC 249 მაინც ჩატარდება. სავარაუდოდ, ის დასავლეთ სანაპიროზე გაიმართება. მთავარ შეხვედრაში ერთმანეთს ამერიკელები ტონი ფერგიუსონი და ჯასტინ გეჯი დაუპირისპირდებიან. ჯერჯერობით კონტრაქტზე ხელი მებრძოლებს არ მოუწერიათ.

შეგახსენებთ, UFC 249 თავდაპირველად ნიუ-იორკში უნდა გამართულიყო და ორგანიზაციის ჩემპიონი მსუბუქ წონაში ხაბიბ ნურმაგომედოვი ტონი ფერგიუსონს უნდა შეხვედროდა. კორონავირუსის პანდემიის გამო ბრძოლის ჩატარება ნიუ-იორკში შეუძლებელი გახდა. UFC-ის პრეზიდენტმა დეინა უაითმა სათადარიგო ადგილის ძებნა დაიწყო. მსუბუქი წონის ჩემპიონი ხაბიბ ნურმაგომედოვი კი ჯერ დუბაიში, შემდეგ კი დაღესტანში გაფრინდა და პანდემიის გამო ჩაკეტილი საზღვრები მისთვის ხელის
შემშლელი აღმოჩნდა ამერიკაში დასაბრუნებლად.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული