UFC 229-ზე ხაბიბ ნურმაგომედოვი და კონორ მაკგრეგორი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ბრძოლა რუსი მებრძოლის გამარჯვებით დასრულდა, თუმცა შეხვედრამდე ორივე მებრძოლის გუნდები ერთმანეთს სერიოზულად გადაეკიდნენ. ვნებათაღელვა პიკს აღწევდა და პრაქტიკულად, ყველამ იცოდა, რომ ამ მებრძოლების ჩხუბი ასე მარტივად არ დასრულდებოდა. მეოთხე რაუნდში, როცა ხაბიბმა კონორი მახრჩობელა ილეთით დაამარცხა, წამოხტა და გალიას გადაახტა, ის კონორის მეგობარს და სპარინგპარტნიორს, დილონ დანისს თავს დაესხა, ცოტა ხანში კი ორივე გუნდი ხელჩართულად ჩხუბობდა. მაკგრეგორმა გაიხსენა ეს ისტორია და კომენტარი გააკეთა:
"აი, რა მოხდა: ბრძოლა დასრულდა და ის (ხაბიბი) გალიას გადაახტა, ბრბოში შევარდა. მას უნდოდა ხმაური გამოეწვია, მაგრამ როგორც კი გადახტა, დაიმალა. ის, როგორც პატარა ვირთხა, ისეა. სიმართლეს ვიტყვი, მან უბრალოდ ჩაისვარა. ვულოცავ, ბრძოლა მან მოიგო. ვნახოთ, რა იქნება შემდეგ ბრძოლაში. დარწმუნებული ვარ, ჩვენ მას აუცილებლად გავმართავთ.
როცა დავინახე, რომ ხაბიბი გადახტა და ჩემებს თავს დაესხა, გავიფიქრე: "კარგი, მე ისევ საქმეში ვარ" და მეც გადახტომა დავაპირე, მაგრამ დაცვამ დამიჭირა. გალიაზე გადასვლას, ასევე, ხაბიბის ძმა (აბუბაქარ ნურმაგომედოვი - რედ.) აპირებდა. ის როგორც შევნიშნე, დაუყოვნებლივ შემოვარტყი. დაცვამ მალევე გაგვაშველა. მე მოშორებით ვიდექი. ეს სიტუაცია ჩემთვის უცნობი არ იყო. მე ჩხუბებში ვარ გაზრდილი და ვიცი, სად არის უსაფრთხო ზონა. მოშორებით ვიდექი და ყველაფერს ვხედავდი.
ნახეთ ჩანაწერი. მე არ ვიცოდი, ვინ დაცვის წევრი იყო, ვინ ხაბიბის გუნდის. ამიტომ დავდექი მოშორებით, უსაფრთხო ადგილას, გალიის ღობესთან, რომ ყველაფერი დამენახა. მშვიდობიანად ვიყავი. ამიტომ ხაბიბის ორი გუნდის წევრი გალიას გადმოახტა და პირველი, ჩეჩენი (საუბარია ზუბაირა ტუხუგოვზე - რედ.) უკნიდან მომეპარა. ის ჯერ ხაბიბის ძმასთან მივარდა, მერე მობრუნდა და ჩემკენ გამოიქცა. მე ამას ვხედავდი და მომზადებული დავხვდი. მისი დარტყმა ავიცილე, სამაგიეროდ, საპასუხოდ მასაც შემოვარტყი. ის შეირყა და ამ მომენტში კიდევ ერთი მომეპარა უკნიდან. მან რამდენჯერმე მომარტყა, თუმცა მალევე აღმოვჩნდი უსაფრთო გარემოში და ამ დროს, პირველი ძმა, რომელიც ამ პერიოდში სადღაც იდგა, დაცვას გამოექცა, მომვარდა და ისევ ვუთავაზე დარტყმა. სურათიც არის, მის მარჯვენას ვიცილებ და მარცხენას ვურტყამ.