UFC-ის ყოფილმა მებრძოლმა ოლეგ ტაკტაროვმა კომენტარი გააკეთა ალექსანდრ ემელიანენკოს მხრიდან შეურაცხყოფაზე. შეგახსენებთ, ემელიანენკომ ტაკტაროვს "ბ*ოზი და უმადური" უწოდა.
"დღეს კიდევ ერთი მებრძოლი მოკვდა. მოკვდა ჩემს თვალებში. შესაძლოა, ამ განცხადების გაკეთება მას სთხოვეს ან დააძალეს, მაგრამ ახლა აზრი არ აქვს. ის მკვდარია."
შეგახსენებთ, კონფლიქტის მიზეზი UFC-ის პირველი ჩემპიონის სტატუსის გამოვლენა იყო, რომელიც ხაბიბ ნურმაგომედოვის მამის, აბდულმანაპ ნურმაგომედოვის განცხადების შემდეგ დაიწყო.