რუსმა მებრძოლმა დმიტრი კუზნეცოვმა გასულ კვირას ხაბიბ ნურმაგომედოვს კრიტიკული სახის სიმღერა მიუძღვნა, რომელსაც "ფარისევლობის მეფე" ერქვა. გუშინ კი მებრძოლს 5 უცნობი თავს დაესხა.
"ახლა ყველა შეეცდება ჩემ ცემასა და დამცირებას? ახლა 5-ნი იყვნენ, შემდეგში რამდენნი იქნებით? რატომ მიმათრევდით ასფალტზე და ტანსაცმელს რაღატომ მახევდით? გაუპატიურება გინდოდათ? უცნაური ხალხი ხართ. მამას ერთადერთი მანქანა, რომელსაც ის სამსახურისთვის იყენებს, დალეწეს. მანქანიდან რომ არ გადმოვსულიყავი, ერთი ნაჩხაპნიც არ მექნებოდა."
კუზნეცოვის სიტყვებით, ეს თავდასხმა ხაბიბ ნურმაგომედოვზე აზრს არ შეაცვლევინებს. შეგახსენებთ, დმიტრიმ, რომელიც Anubis-ის სახელითაა ცნობილი, ხაბიბზე სიმღერა ჩაწერა, სადაც დაღესტნელ მებრძოლს აკრიტიკებდა. თავად ნურმაგომედოვმა სიმღერას ყურადღება არ მიაქცია, სამაგიეროდ, მისი ფანები სოცქსელებში კუზნეცოვს ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ.