UFC-ის ყოფილი ჩემპიონი მძიმე წონაში ოლეგ ტაკტაროვი, რომელიც ბოლო პერიოდში კავკასიელების მიმართ აგრესიულად განეწყო და რამდენიმე სკანდალშიც ამოჰყო თავი, თითქოს დამშვიდდა და UFC-ის ჩემპიონ ხაბიბ ნურმაგომედოვისა და კონორ მაკგრეგორის შესაძლო რემატჩზე დაღესტნელ მებრძოლს მიანიჭა უპირატესობა.
"კონორი ხაბიბს ვერასდროს დაამარცხებს. ეს მას თავადაც უნდა ესმოდეს. მაკგრეგორი მას ვერასდროს მოუგებს. ხაბიბი ვიღაც სხვამ უნდა დაამარცხოს", - განაცხადა ტაკტაროვმა თავის "ინსტაგრამის" ლაივში.
UFC-ის ხელმძღვანელობას სურს ნურმაგომედოვისა და მაკგრეგორის რემატჩის ჩატარება, თუმცა ხაბიბის მენეჯერი და თავად მებრძოლი უარს ამბობენ ირლანდიელთან შეხვედრაზე. მათი მიზანი ტონი ფერგიუსონი და ჯორჯ სენტ პიერია.
შეგახსენებთ, ტაკტაროვმა "ინსტაგრამის" ერთ-ერთი ლაივის დროს კავკასიელებს მშიშრები უწოდა, რომლებიც მთებში მტრებს მხდალი ხასიათის გამო ემალებოდნენ.