
"მე მოგიყვებით ისტორიას. პირველი ჩემპიონი როის გრეისი იყო. შემდეგ ისევ მან მოიგო. მესამე ჩემპიონი სტივ ჯენუმი გახდა, სხვა დანარჩენებმა ტრავმები მივიღეთ. მეოთხე ჩემპიონატზე როის გრეისიმ დენ სევერნი მოგუდა. შემდეგ უკვე სევერნმა მოიგო. სულ იყო 3 ჩემპიონი, მე-6 ჩემპიონატი მე მოვიგე. ეს იყო 1995 წელი. ამ ისტორიას ვერც გადააკეთებთ და ვეღარც შეცვლით.
როგორ უნდა თქვათ რომ გრეისი არ იყო პირველი ჩემპიონი. არის თუ არა შესაძლებელი მისი სახელი უბრალოდ ამობშალოთ და სხვისი ჩავწეროთ?! მისმინეთ, თუ ცუმანიდის რაიონიდან ერთი ვაჰაბიტი ამბობს რაღაცას, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა შტერმა იგივე უნდა გაიმეროს. ის თვითონ აღარ იმეორებს ამას და თქვენ მაიმუნებივით რატომ იმეორებთ?!" - თქვა ტაკტაროვმა ინსტაგრამის ლაივში.
შეგახსენებთ, 1 წლის წინ ხაბიბის მამამ და მწვრთნელმა აბდულმანაპ ნურმაგომედოვმა განაცხადა, რომ UFC-ის პირველი რუსი ჩემპიონი ხაბიბ ნურმაგომედოვი არის და არა ტაკტაროვი.
ტაკტაროვმა ტიტული 1995 წელს მძიმე წონაში მოიპოვა.