ის აფრიკაში მონური შრომით პურის ფულზე მუშაობდა, ახლა კი პლანეტის ყველაზე მრისხანე ადამიანია

AutoSharing Option
კვირას, 10 მაისს, აშშ-ში, კერძოდ კი, ფლოირიდის შტატში, UFC 249-ზე კამერუნელი ფრენსის ნგანუ სურინამელ ჟარჟინიო როზენსტრუკს დაუპირისპირდება. ნგანუ UFC-ის ყველაზე საშიშ მებრძოლად ითვლება. მისი მოწინააღმდეგეები ერთმანეთის მიყოლებით ღრმა ნოკაუტებით მარცხდებიან. ფრენსის წარმატების გზა კი შორეული აფრიკიდან, უღარიბეს პირობებში დაიწყო.

მონური შრომა

ნგანუს ისტორია აფრიკელების 99.9%-ს შეშურდებოდა. თავდაპირველად მათ არავის გაუმართლათ, რომ უღარიბეს კონტინენტზე დაიბადნენ და გამდიდრებისა და ქვეყნის დატოვების ერთ-ერთი ყველაზე გამართლებული ვარიანტი - სპორტია. როცა ვსაუბრობთ კამერუნზე, ნიგერიასა და სენეგალზე, ყველაზე ხშირად ბედს ბიჭები ფეხბურთში ცდიან ხოლმე, თუმცა ნგანუმ
სხვა გზა აირჩია და დღეს არც ნანობს.

Sportall.Ge

12 წლიდან ფრენსისი ქვის კარიერზე მუშაობდა. ის ამსხვრევდა ქვებს და დაათრევდა მძიმე ურიკებს. ამ ყველაფერს ის აკეთებდა იმისთვის, რომ საღამოს პურის ფული ჰქონოდა. "დილით ვიღვიძებდი და ვფიქრობდი, შევძლებდი თუ არა დღეს საჭმლის ფულის შოვნას." - იხსენებს ნგანუ.

მისი მშობლები მალევე გაშორდნენ, ხოლო ნგანუს დედას, რომელსაც 3 ვაჟი და 1 ქალიშვილი ჰყავდა, ვერ შეძლებდა მათ რჩენას. ყოველდღიური, ფაქტობრივად, მონური შრომის წყალობით, ფრენსისმა დიდი ფიზიკური ძალა შეიძინა.

ახალგაზრდობაში ხშირად სთავაზობდნენ ადგილობრივ კრიმინალურ დაჯგუფებაში გაწევრიანებას. მას ეუბნებოდნენ, რომ ფიზიკურად ძლიერი იყო და სერიოზული ფულის გამომუშავებას შეძლებდა. ფრენსისმა თავისი ძალა გამოიყენა, თუმცა ფული პატიოსნად გამოიმუშავა.

კრივი

22 წლის ასაკში ნგანუმ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო, გადაბარგდა კამერუნის ყველაზე დიდ ქალაქში - დუალუში და კრივით დაკავდა. მეგობრები ხშირად ეუბნებოდნენ, რომ მისი ასაკი კრივის დაწყებისთვის დაგვიანებული იყო, თუმცა ფრენსისს თავისი შესაძლებლობების სჯეროდა. საღამოობით კამერუნელი ტანსაცმლის ფაბრიკაში მზიდავად მუშაობდა.

Sportall.Ge
4 წლის შემდეგ ნგანუმ კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო და პარიზში წასვლა გადაწყვიტა.

პარიზი

საფრანგეთის ულამაზესი დედაქალაქი ნგანუს ხელგაშლილი ნამდვილად არ შეხვედრია. მომავალ მებრძოლს რამდენიმე თვე პირდაპირ ავტომანქანების პარკინგზე ეძინა. მოგვიანებით უსახლკაროთა თავშესაფარში გადაიყვანეს და სამსახურიც მოუძებნეს - იმუშავებდა სამზარეულოში მზარეულების დამხმარედ. ასუფთავებდა კარტოფილს, რეცხავდა ჭურჭელს და ასე შემდეგ.

Sportall.Ge

თავშესაფარის მენეჯერმა როცა გაიგო ნგანუს კრივის შესახებ, ის თავის მწვრთნელს შესთავაზა.

MMA, როგორც გადარჩენა

მწვრთნელმა ფრენსისი რამდენიმე კვირა უფასოდ ავარჯიშა, შემდეგ კი ურჩია, რომ კრივისთვის თავი დაენებებინა - "კრივი საფრანგეთში ისეთი სპორტია, თუ ნაცნობები არ გყავს, არ უნდა დაიწყო. სამაგიეროდ, შერეული ორთაბრძოლები უფრო თავისუფალი სპექტრია."

დარბაზის მეპატრონეს ფერდინანდი ერქვა და როცა ნგანუს უსახლკარობაზე გაიგო, დარბაზში ცხოვრების უფლება მისცა. შაბათ-კვირას კი ღამის კლუბის დაცვის წევრად დააწყებინა მუშაობა. გარეთ ცხოვრების შემდეგ ფრენსისისთვის ეს გიგანტური ნაბიჯი იყო.

Sportall.Ge

გამოუცდელი ნგანუ თავის მეორე ბრძოლაში დამარცხდა, თუმცა გამოწრთობილი ხასიათის წყალობით არ დანებდა და ნოკაუტების ნამდვილ მანქანად გადაიქცა. დებიუტიდან 2 წელიწადში ის UFC-ის მებრძოლი გახდა. 14 მოგებიდან ყველა ვადაზე ადრეა. ამჟამად კამერუნელს 3 მარცხი აქვს. მეორედ UFC-ის ჩემპიონთან, სტიპე მიოჩიჩთან მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა, ხოლო მესამედ - დერეკ ლუისთან. სხვათა შორის, დერეკ ლუისთან ბრძოლა UFC-ის ისტორიაში ყველაზე მოსაწყენ ბრძოლად აღიარეს. გამარჯვება დერეკს მხოლოდ იმიტომ მისცეს, რომ შედარებით აქტიური იყო. თუმცა ის ფრენსისი და დღევანდელი სრულიად განსხვავებული მებრძოლები არიან.

Sportall.Ge

მოკლედ, დღეს ნგანუ ერთ-ერთი წარმატებული მებრძოლია, რომელთან ბრძოლა ნამდვილად არავის სურს. მისი ფინანსური მდგომარეობა, ფაქტობრივად, იდეალურია. ცხოვრობს პარიზში და უძრავ ქონებას ფლობს შტატებშიც. ხოლო, რაც მთავარია, არ დაივიწყა მშობლიური კამერუნი, სადაც პერიოდულად ჩადის და ახლობლებს მატერიალურად ეხმარება.

მომზადებულია SE-ს მიხედვით.

მკითხველის კომენტარები / 8 /
საბედისწეროს რომ ხმარობთ სტატიაში ხშირად, მაგ სიტყვის მნიშვნელობა არის უარყოფითი. ნიშნავს რომ შედეგი იყო ფატალური ან მკვეთრათ უარყოფითი, ეს კაცი კიდევ წინ მიდიოდა.
საბედისწერო?
10:32 08-05-2020
0
გამარჯობა! მადლობა, რომ სიახლეებს ჩვენს საიტზე კითხულობთ. ასევე, მადლობა შენიშვნისთვის. შევასწორეთ <3
Sportall
11:52 08-05-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული