მაკგრეგორი კომაში მყოფ ნურმაგომედოვზე: მათი ოჯახისთვის ვლოცულობ

AutoSharing Option
UFC-ის ჩემპიონის, ხაბიბ ნურმაგომედოვის მამა და მწვრთნელი აბდულმანაპ ნურმაგომედოვი მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში წევს და გადატანილი ინსულტის შედეგად კომაშია. ამ არასასიამოვნო ინფორმაციას UFC-ის პრეზიდენტი დეინა უაითი და ხაბიბის ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე, ირლანდიელი კონორ მაკგრეგორი გამოეხმაურნენ.

"აბდულმანაპ ნურმაგომედოვი შერეული ორთაბრძოლების ის წარმომადგენელია, რომელიც ყოველთვის მოქმედებს ღირსებისა და პატივისცემის საფუძველზე. ყველა ეს ფასეულობა მან პატარა ასაკიდან ჩაუნერგა ხაბიბს, UFC-ის ჩემპიონს. კარიერის დაწყებიდან ჩემპიონობამდე აბდულმანაპი მუდამ თავისი შვილის გვერდითაა. ვიცი, რამდენად ახლო ურთიერთობა აქვთ მას და ხაბიბს. ამიტომ არარეალურად რთულია ჩემთვის იმ ინფორმაციის გაგება,
თუ რა მდგომარეობაშია აბდულმანაპი. ამ რთულ ბრძოლაში ჩემი ყველა აზრი ნურმაგომედოვების ოჯახის მხარდაჭერისკენაა მიმართული." - ციტირებს უაითს UFC.com-ი.

თავის მხრივ, კონორ მაკგრეგორმაც გამოხატა პატივისცემა აბდულმანაპის წინაშე:

"ვლოცულობ, რომ აბდულმანაპ ნურმაგომედოვი გამოჯანმრთელდეს. ადამიანმა მსოფლიოს იმდენი ჩემპიონი მისცა სხვადასხვა დისციპლინაში, რომ ჩვენ ვერ დავითვლით. ბრძოლის ნამდვილი გენიოსია! ძალიან მეწყინა ამ ამბის გაგება. ნურმაგომედოვების ოჯახისთვის ვლოცულობ" - დაწერა მაკგრეგორმა "თვითერზე".

მკითხველის კომენტარები / 7 /
საიდან დაასკვენი, პატარა რომ ვარ? ახლა რომ გითხრა, მე და შენში უმცროსის ასე და ისეო, ხომ გეწყინება? აგდებასა და დემაგოგიასაც აქვს საზღვარი და მშობელს არ უნდა შეეხო. ერთი, ისიც დაგუგლე, ამ მაკგრეგორმა ბარში მოხუც კაცს როგორ გაარტყა, სასმელის დაძალებაზე უარი რომ მიიღო და მიხვდები, რომ ამის არცერთი სიტყვა პატივისცემას არ იმსახურებს. ეს კაცი საფუძველშივე ნაძირალაა.
ბმბ–ს
11:56 19-05-2020
0
ბრავო მაკრეგორ, კაი კაცი ხარ.
ფეხბურთი
02:53 15-05-2020
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული