მაკგრეგორი - გეიჯის: შენი მენეჯერი ტერორისტული დაჯგუფების წევრია, ნაწილებად გაგხსნი

AutoSharing Option
ირლანდიელი მებრძოლი კონორ მაკგრეგორი ამჟამად დიდ ბრძოლებს "თვითერზე" აწარმოებს, რისი მეშვეობითაც მსუბუქი წონის დივიზიონის ყველა ტოპ-მებრძოლს გადასწვდა. ამჯერად მისი სამიზნე მსუბუქი წონის დროებითი ჩემპიონი ჯასტინ გეიჯი გახდა, რომელმაც გასულ კვირას ტონი ფერგიუსონი მეხუთე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.

კონორმა გეიჯის შეახსენა, რომ მისი მენეჯერი აბდელ-აზიზი წარსულში ტერორისტების გაწვრთნაში იყო ეჭვმიტანილი და ბრძოლის გამართვა შესთავაზა.

"ჯასტინ, არავითარი საფრთხე არ არის ადამიანში, რომელიც ფეხებზე გეხუტება და ჩვენ ეს ვიცით (იგულისხმება ხაბიბი - რედ).

სცადე, ნამდვილ საფრთხეს მოუახლოვდე. ნაწილებად გაგხსნი. შენი კბილები. მისგან სამკაულებს
გავაკეთებ.

არასდროს ილაპარაკო იმაზე, რომ შენ ამერიკის დიდებულ შტატებს წარმოადგენ. არც ერთი ამერიკელი არ ისაუბრებს ისეთი მოწიწებით იმ ადამიანზე, რომელიც ტერორისტული ორგანიზაციის წევრია.

შენ ბრმა იდიოტი ხარ. ადგილზე დაგაყენებ." - დაწერა კონორმა "თვითერზე".

შეგახსენებთ, ჯასტინ გეიჯისა და ხაბიბ ნურმაგომედოვს ერთი საერთო მენეჯერი აბდელ-აზიზი ჰყავთ. აბდელს ხშირად სდებენ ბრალს კრიმინალურ წარსულში. ამაზე ჩვენ სტატიაც გვეწერა, რომელიც შეგიძლიათ ქვემოთ იხილოთ.

მკითხველის კომენტარები / 1 /
როგორც ადრე მოდაში იყო ხოლმე თქმა - ეს ეხლა "პოლიტიკურ სანაგვეზეა" და იქიდან ცდილობს ამოსვლას და ყურადღების მიქცევას ))) . უი შალიკოს არ ვაწყენინო, პოლიტიკური მოუსავლეთიც გამახსენდა )))))
2

სიახლეები პოპულარული