გიგა ჭიკაძეს მოწინააღმდეგე ბრძოლამდე 2 დღით ადრე შეეცვალა

AutoSharing Option
17 მაისს, თბილისის დროით ღამის 3 საათზე, გიგა ჭიკაძე აშშ-ში, კერძოდ კი, ფლორიდაში, UFC Fight Night-ის ფარგლებში იბრძოლებს. შოუს მთავარი ბრძოლა მძიმე წონის ლეგენდარულ ალისტარ ოვერიმსა და ვოლტ ჰარისს შორის გაიმართება.

პრელიმებში გიგა ჭიკაძე მაიკ დევისს უნდა შეხვედროდა. მაიკს და გიგას აქამდე 2-ჯერ უნდა ეჩხუბათ, თუმცა ორივეჯერ დევისის გამო ბრძოლა ჩაიშალა. იგივე მოხდა ამჯერადაც. გიგას სასწრაფოდ მოუძებნეს შემცვლელი და ის UFC-ის დებიუტანტი ირვინ რივერა იქნება. ირვინის ანგარიშზე 9 მოგება
და 4 მარცხია. "თვითერზე" ირვინგი შემდეგნაირად გამოეხმაურა მოვლენების მსგავს განვითარებას: "მე და ჩემი ნინძები საომრად მოვდივართ, დიდი პატივისცემა გიგას".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული