UFC-ის საუკეთესო მებრძოლი აფრიკელი მონსტრის დამარცხებას დაბალი წონით აპირებს

AutoSharing Option
UFC-ის საუკეთესო მებრძოლი და ნახევრად მძიმე წონის ჩემპიონი ჯონ ჯონსი მძიმე წონაში ასვლას და ორგანიზაციის ყველაზე საშიშ მებრძოლთან, ფრენსის ნგანუსთან ბრძოლას აპირებს.

ამის შესახებ მან "თვითერზე" ისაუბრა.

ჯონსი: ნახევრად მძიმე წონაში დასამტკიცებელი აღარაფერი მაქვს. ჩემმა ყოფილმა მოწინააღმდეგემ (ოვინს სენტ პრიუ - რედ.) კარგი ბრძოლა ჩაატარა მძიმე წონაში. მას გამძლეობამ ბოლო რაუნდში უმტყუნა, თუმცა ეს გამოსწორებადია. მე წარმოვიდგინე ჩემი თავი ამ დივიზიონში.
ნგანუ: რამდენად რეალურია, ჯონ, რასაც ამბობ?

ჯონსი: ძალიან რეალურია, ფრენსის. შენი ეს არანორმალური ფიზიკური ძალა ფასს კარგავს, იმდენად ნელია. მე
სხვებივით არ ვარ, ჩემო მეგობარო.

ახლავე ჩავატარებ ამ ბრძოლას. გამომიგზავნეთ კონტრაქტი და მიუთითეთ ის თანხა, რის გამოც გარისკვა უნდა მიღირდეს.

ნგანუ: თუ ფიქრობ, რომ ჩემს ტექნიკას გაუმკლავდები, ეს შენი აზრია. გეთანხმები, რომ ნახევრად მძიმეში არაფერი გაქვს დასამტკიცებელი. გპირდები, ჩვენი ბრძოლა შემოსავლიანი იქნება.

მოგვიანებით ჯონსმა განაცხადა, რომ მისი მაქსიმალური წონა 109 კგ იყო და სწორედ ამ წონით აპირებს არა მხოლოდ ნგანუს დამარცხებას, არამედ მძიმე წონის ტიტულის მოპოვებას.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული