UFC-ის ჩემპიონის, ხაბიბ ნურმაგომედოვის მამა და მწვრთნელი აბდულმანაპ ნურმაგომედოვი ხელოვნურ კომაში შეიყვანეს. მას კორონავირუსი აღმოაჩნდა და ამის ფონზე ინსულტიც გადაიტანა.
ხაბიბის მენეჯერი ალი აბდელ-აზიზი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ხაბიბის მამისთვის საუკეთესო სამედიცინო მომსახურებას უზრუნველყოფს.
"დიახ, მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ აბდულმანაპ ნურმაგომედოვი კომაშია. ბოლო დღეებში ხაბიბს ხშირი კონტაქტი აქვს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. ის დაჰპირდა ხაბიბს, რომ აბდულმანაპი საუკეთესო მკურნალებს მიიღებს." - ციტირებს ალის ESPN.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ აბდულმანაპი კომიდან გამოვიდა, თუმცა მდგომარეობა ისევ გაუარესდა და 57 წლის სპეციალისტი კვლავ კომაშია.
ხაბიბ ნურმაგომედოვის მამა კომაშია
ნურმაგომედოვი: მამა ძალიან მძიმედ არის, ბევრი ახლობელი დავკარგე
მაკგრეგორი კომაში მყოფ ნურმაგომედოვზე: მათი ოჯახისთვის ვლოცულობ