ნურმაგომედოვი ისევ კომაშია, პუტინი ხაბიბს საუკეთესო სამედიცინო მომსახურებას ჰპირდება

AutoSharing Option
UFC-ის ჩემპიონის, ხაბიბ ნურმაგომედოვის მამა და მწვრთნელი აბდულმანაპ ნურმაგომედოვი ხელოვნურ კომაში შეიყვანეს. მას კორონავირუსი აღმოაჩნდა და ამის ფონზე ინსულტიც გადაიტანა.

ხაბიბის მენეჯერი ალი აბდელ-აზიზი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ხაბიბის მამისთვის საუკეთესო სამედიცინო მომსახურებას უზრუნველყოფს.

"დიახ, მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ აბდულმანაპ ნურმაგომედოვი კომაშია. ბოლო დღეებში ხაბიბს ხშირი კონტაქტი აქვს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. ის დაჰპირდა ხაბიბს, რომ აბდულმანაპი საუკეთესო მკურნალებს მიიღებს." - ციტირებს ალის ESPN.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ აბდულმანაპი კომიდან გამოვიდა, თუმცა მდგომარეობა ისევ გაუარესდა და 57 წლის
სპეციალისტი კვლავ კომაშია.



მკითხველის კომენტარები / 3 /
ეს "მეომარი" ბიჭი რა თავჩაქინდრულია დამპყრობელთან :)))
angel
13:34 20-05-2020
1
ოღონდ ამან რამეში დამარცხებული ნახოს დასავლეთი და რაზე არაა წამსვლელი ...
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული