ნახევრად საშუალო წონის ჩემპიონი კამარუ უსმანი ირლანდიელ კონორ მაკგრეგორთან ბრძოლაზე თანახმაა.
"მე მზად ვარ, ბრძოლა მაკგრეგორის წინააღმდეგ ჩავატარო. მეტსაც გეტყვით, თუ ჩვენი ბრძოლა შედგება, ისეთ კონტრაქტს მოვაწერ ხელს, რომლის მიხედვით, პირველ ორ რაუნდში ჭიდაობას არ დავუწყებ და პარტერში არ გადავიყვან.
გაიგეთ, როცა მინდა ბრძოლა პარტერში წარიმართოს, მე ამას უპრობლემოდ გავაკეთებ. იგივე ეხება დგომს. მინდა კონორი დავანოკაუტო და თავი წავაძრო", - განაცხადა უსმანმა BJPenn.com-თან საუბარში.