თავში ბევრი მხვდება და ცოტას მიხდიან - UFC-ის საუკეთესო მებრძოლმა ტიტული დათმო და ორგანიზაციიდან წავიდა

AutoSharing Option
UFC-ის საუკეთესო მებრძოლმა ჯონ ჯონსმა ხელმძღვანელობასთან რამდენიმედღიანი დავის შემდეგ ტიტულის დათმობა და ორგანიზაციის დატოვება გადაწყვიტა.

შეგახსენებთ, ჯონსსა და UFC-ის პრეზიდენტს შორის კონფლიქტი სოცქსელში დაიწყო. კონფლიქტის მიზეზი კი ჯონის ჰონორარი იყო, რომლის გაზრდას მებრძოლიც ითხოვდა.

"ჩემპიონის ტიტულზე უარს ვამბობ. აჩხუბეთ დომენიკ რეიესი და იან ბლახოვიჩი ჩემს ტიტულზე. მათთან ბრძოლით ახალს ვერაფერს მივიღებ. ნებისმიერ შემთხვევაში წელს მე ბრძოლას აღარ ჩავატარებ. 21 წელს თუ მოგინდებათ ჩემი და იზის (ისრაელ ადესანია. რედ.) ბრძოლის ხილვა, გამაგებინეთ. იმედი მაქვს, იმ დროისთვის მოგინდებათ ნორმალურად გადახდა." - წერს
ჯონსი "თვითერზე".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული