UFC-ის საუკეთესო მებრძოლი UFC-ის პრეზიდენტზე: ის ფანებს ატყუებს

AutoSharing Option
UFC-ის ჩემპიონი ნახევრად მძიმე წონაში ჯონ ჯონსი ორგანიზაციის პრეზიდენტს დეინა უაითს მატყუარას უწოდებს. უაიტმა გუშინ განაცხადა, რომ ჯონსი ფრენსის ნგანუსთან ბრძოლისთვის უზარმაზარ ჰონორარს ითხოვს.

"სასაცილოა, როცა ზიხარ და უყურებ შენი ბოსი როგორ იტყუება კამერების წინ. არასდროს განგვიხილავს ჰონორარის გაზრდის საკითხი. საუბარში ნახსენები იყო, რომ მე საკმაო თანხას მივიღებდი. კონკრეტული თანხა არასდროს დამისახელებია. თუ აპირებ ჩემი კონტრაქტის შეცვლას, იყავი წესიერი და ნუ ატყუებ გულშემატკივარს. არ მივცემ დეინას იმის უფლებას, რომ ფანებს მოუატყუოს. ეს ყველაფერი სისულელა." - განაცხადა ჯონსმა თვითერზე.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული