დემონსტრანტებმა ტონი ფერგიუსონის მწვრთნელის დარბაზი გადაწვეს [PHOTO]

AutoSharing Option
ედი ბრავო, ამერიკელი მებრძოლის, ტონი ფერგიუსონის მწვრთნელი, ჰყვება, რომ ლოს-ანჯელესში დემონსტრანტებმა მისი დარბაზის ერთ-ერთი ფილიალი გადაწვეს.

შეგახსენებთ, აშშ-ში ჯორჯ ფლოიდის მოკვლის შემდეგ მასობრივი პროტესტები მიმდინარეობს. 25 მაისს პოლიციის თანამშრომელს ჯორჯი შემოაკვდა. მას შემდეგ შტატები არეულობის ტალღამ მოიცვა.

"5-საათიანი დაცვის შემდეგ ვიღაცამ მოლოტოვის კოქტეილი ტანსაცმლის მაღაზიას ესროლა. ეს მაღაზია კი იმავე შენობაში იყო, სადაც დარბაზი. რამდენიმე წუთის შემდეგ მთელი შენობა იწვოდა. საშინელი ისტორიაა.

გამოვაცხადეთ რესურსების შეგროვების კამპანია. დიდი სიხარულით მივიღებთ ნებისმიერი სახის დახმარებას." - ისაუბრა ბრავომ თავის "ინსტაგრამზე".

Sportall.Ge
დარბაზი გადაწვეს [PHOTO]" width="450" style="border: 0px none;" />

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული