ტონი ფერგიუსონი დამარცხდა - ალბათ, ჩემპიონობის შანსიც დაკარგა

AutoSharing Option
ახლახანს დასრულდა UFC 249, რომლის მთავარ შეხვედრაში მსუბუქი წონის დროებით ტიტულზე ერთმანეთს ტონი ფერგიუსონი და ჯასტინ გეიჯი დაუპირისპირდნენ. 

მებრძოლები, როგორც მოსალოდნელი იყო, ღია ბრძოლაში ჩაერთვნენ, სადაც უპირატესობა ჯასტინ გეიჯის ჰქონდა. მეორე რაუნდის ბოლოს ტონიმ გეიჯი ნოკდაუნში გაგზავნა, თუმცა დროის სიმცირის გამო მისი დაფინიშება ვერ მოახერხა. 

პრაქტიკულად ყველა რაუნდი ჯასტინის უპირატესობით მიმდინარეობდა და მისი მძიმე დარტყმები ტონის აზიანებდნენ. მეხუთე რაუნდში მორიგი მძიმე დარტყმების გაშვების შემდეგ, ტონის აშკარად დაეტყო კოორდნიაციის დაკარგვა და ბრძოლის რეფერიმ ჰერბ დინმა შეხვედრა გააჩერა.

ჯასტინ გეიჯი მსუბუქი წონის
დროებით ჩემპიონია, ხოლო ამ წონის მოქმედი ჩემპიონი ხაბიბ ნურმაგომედოვი ვალდებულია ჯასტინს შეხვდეს.

აღსანიშნავია, რომ ორივე მებრძოლს ერთი მენეჯერი - ალი აბდელაზიზი ჰყავთ და მათ მეგობრული ურთიერთობა აქვთ.

მნიშვნელობით მეორე შეხვედრაში ერთმანეთს ზემსუბუქი წონის მოქმედი ჩემპიონი ჰენრი სეჰუდო და ამავე წონის ყოფილი ჩემპიონი დომინიკ კრუზი დაუპირისპირდნენ. 

მეორე რაუნდში სეჰუდომ მოწინააღმდეგეს მუხლი მოარტყა და კრუზი დანოკდაუნდა, რეფერიმ რამდენიმე საკონტროლო დარტყმის შემდეგ ბრძოლა გააჩერა, თუმცა კრუზი საღ გონებაზე იყო და ადგომას ცდილობდა. 

ბრძოლის შემდეგ, სეჰუდომ მოულოდნელად განაცხადა, რომ კარიერა დაასრულა. 

altფერგიუსონი: ხაბიბი ბ*ზია, შ*ვეცი მასაც და კონორსაც

altჯასტინ გეჯი: იმედია, ფერგიუსონი ცხვირს გამიტეხავს, რახანია გასასწორებელი მაქვს



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული