დვალიშვილის მოწინააღმდეგე: მორიგი მტკიცე მეტოქე, წავედით

AutoSharing Option
ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი 13 ივნისს ამერიკელ რეი ბორგს დაუპირისპირდება. გულშემატკივრის უმრავლესობა რეი ბორგს არ იცნობს, თუმცა ის საკმაოდ მაღალი დონის მებრძოლია და 2017 წელს UFC-ის ერთ-ერთ საუკეთესო წარმომადგენელ დემეტრიუს ჯონსონთან სატიტულო მატჩის ჰქონდა.  იმ ბრძოლაში, რეი მეოთხე რაუნდში დამარცხდა.

"6 წელია, რაც UFC-ში გახლავართ და დღეს უბედნიერესი ვარ, რამეთუ ახალი კონტრაქტი გავაფორმეთ. საკმარის მადლობას ორგანიზაციას და ჩემს მენეჯერს ვერც გადავუხდი. 13 ივნისს მორიგ მტკიცე მებრძოლს ვხვდები, წავედით!" - დაწერა ბროგმა საკუთარ "ინსტაგრამზე".

თავისი უკანასკნელი ბრძოლა რეიმ 13 მაისს გამართა
და რიკი საიმონთან მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა.

რაც შეეხება ჩვენებურს, მერაბმა 15 თებერვალს ქეისი ქენი დაამარცხა. სხვათა შორის, ქეისის ბორგი დამარცხებული ჰყავს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მერაბი უეჭველი შეჭამს...
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული