დღეს, 16 თებერვლის გამთენიისას UFC FIght Night 167 გაიმართა, სადაც ქართველი გულშემატკივრისთვის საინტერესო ორთაბრძოლა შედგა. ჩვენებურმა მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი ქეისი კენი დაამარცხა.
დაპირისპირება ამერიკაში რიო რანჩოში გაიმართა, ეს ჩხუბი მერაბ დვალიშვილისთვის UFC-ში მეხუთე იყო და მას ზედიზედ მესამე გამარჯვება დაუგროვდა.
მერაბმა უპირატესობა პირველივე რაუნდში მოიპოვა, რამდენიმე ძლიერი დარტყმით ქეისი ოქტაგონზე წააქცია. დვალიშვილის უპირატესობით წარიმართა მეორე რაუნდიც, ქართველმა მეტოქე პარტერში გადაიყვანა, სადაც ქეისის კიდევ რამდენჯერმე ძლიერად მოხვდა.
აი ამერიკელისთვის მესამე რაუნდიც არ იყო სახარბიელო, მერაბმა ქეისი პარტერში ორჯერ გადაიყვანა და საკმაოდ ძლიერად შეუტია.
საბოლოოდ მსაჯებმა ბრძოლიდან გამომდინარე გადაწყვიტეს, რომ ქართველი სამივე რაუნდში მეტოქეს ჯობდა და გამარჯვება მიანიჭეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ქართველმა ხუთ ბრძოლაში მეტოქეები ჯამში 35-ჯერ გადაიყვანა პარტერში.
ეს გამარჯვება მერაბის კარიერისთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან ის საუკეთესო თხუთმეტეულში მოხვდება და რეიტინგის უძლიერეს სპორტსმენებთან დაპირისპირება შეეძლება.