ქართველი მებრძოლის, რომან დოლიძის დებიუტი UFC-ში 18 ივლისს, აბუ-დაბიში, "მებრძოლთა კუნძულზე" გაიმართება. შეგახსენებთ, ორგანიზაციის პრეზიდენტმა დეინა უაითმა კუნძული იქირავა და იქ რამდენიმე ტურნირის გამართვას აპირებს. აბუ-დაბიში არ არის შეზღუდვა ავიაფრენებზე და სპორტულ ღონისძიებაზე დასწრებაც შესაძლებელია.
რომანის მოწინააღმდეგე რუსი ხადის იბრაგიმოვია, რომელმაც UFC-ში ორი ბრძოლა გამართა და ორივეში დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ UFC-ში 3 ქართველი მებრძოლია: მერაბ დვალიშვილი, რომან დოლიძე და გიგა ჭიკაძე. მერაბი უახლოეს ბრძოლას 14 ივნისს გუსტავო ლოპესთან გამართავს.
15:19 12-06-2020
რომან დოლიძე პირველი ქართველი იქნება, რომელიც "მებრძოლთა კუნძულზე" იჩხუბებს
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული