დვალიშვილის მოწინააღმდეგე: ტექნიკური უპირატესობა ჩემ მხარესაა

AutoSharing Option
Combate America-ს ჩემპიონი გუსტავო ლოპესი ხვალ, 14 ივნისს ჩვენებურ მერაბ დვალიშვილს დაუპირისპირდება. გუსტავოსთვის ეს ბრძოლა UFC-ში სადებიუტო იქნება. შეგახსენებთ, მერაბი თავდაპირველად რეი ბორგს უნდა შეხვედროდა, მაგრამ ორი დღის წინ ბორგი ტურნირს ოჯახური პრობლემების გამო გამოეთიშა. გუსტავოს აზრით, მას დვალიშვილთან ტექნიკური უპირატესობა ექნება და მიუხედავად არასრულფასოვანი მომზადებისა, ის მერაბისთვის მზად არის.

"ამ დღისთვის ძალიან ბევრს ვშრომობდით. ჩვენ გავალთ და უპირატესობას პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში გამოვიყენებთ.

ამ ბრძოლისთვის მზად ვარ და დვალიშვილზე ტექნიკური უპირატესობა ჩემ მხარეს იქნება. ჩემ მწვრთნელებს სწრორი გეგმა აქვს, გავალ
და იმაზე ვკონცენტრირდები, რაც საუკეთსოდ გამომდის.

ჩემი ქალაქისთვის სამაგალითო ადამიანი ვიქნები. ვაპატოს (გუსტავო ლოპესის ქალაქი - რედ.) მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია." - ისაუბრა ლოპესმა yakimaherald.com-თან საუბარში. 

altდვალიშვილმა წონა ჩააბარა, 63 კგ-ია და ხვალინდელი ომისთვის მზადაა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
Chupa la polla a merab!!!marikuita
Gio33
22:28 13-06-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული