სუპერბრძოლა: კამარუ უსმანი ხორხე მასვიდალს კვირას შეხვდება

AutoSharing Option
11 ივლისს გაერთიანებულ საემიროებში, UFC-ის "მებრძოლთა კუნძულზე", ნახევრადვსაშუალო წონის ჩემპიონი, ნიგერიელი კამარუ უსმანი ამერიკელ ხორხე მასვიდალს დაუპირისპირდება. თავდაპირველად უსმანის მოწინააღმდეგე გილბერტ ბერნსი იყო, თუმცა მას კორონავირუსი აღმოაჩნდა და ბრძოლამდე 1 კვირით ადრე მოიხსნა.

დღეს კამარუ აბუ-დაბიში UFC-ის თვითმფრინავით გაფრინდება, ხოლო ხვალ ხორხე მასვიდალი მისი მენეჯერის კომპანიის კერძო თვითმფრინავის მეშვეობით ჩაფრინდება საემიროებში.

ასევე, აღსანიშნავია, რომ ამავე ტურნირის მონაწილე და ყოფილი ჩემპიონი ნახევრად მსუბუქ წონაში მაქს ჰოლოვეი წონას ვერ იკლებს და მას ბრაიან ორტეგა შეცვლის.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული