დღეს, 16 ივლისს, გაერთიანებულ საემიროებში, UFC-ის "მებრძოლთა კუნძულზე" პირველმა ქართველმა ლიანა ჯოჯუამ იბრძოლა.
ბრძოლა პირველივე რაუნდში დასრულდა, როცა ლიანამ მოწინააღმდეგე დიანა ბელბიცე მტკივნეული ილეთით დაამარცხა და აიძულა, დანებებოდა.
ჯოჯუას ამჟამად 1 მოგება და 1 წაგება აქვს.
შეგახსენებთ, შემდეგი ქართველი, ვინც "მებრძოლთა კუნძულზე" იჩხუბებს, ნახევრადმძიმეწონოსანი რომან დოლიძეა. რომანი უკვე საემიროებშია და კარანტინი გუშინ დაასრულა. ის რუს ხადის იბრაგიმოვს 19 ივლისს დაუპირისპირდება.