მეტოქე ფეხზეც ვერ წამოდგა - რომან დოლიძის ბრწყინვალე დებიუტი UFC-ში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველმა MMA მებრძოლმა რომან დოლიძემ UFC-ში დებიუტი ბრწყინვალე გამარჯვებით აღნიშნა და 25 წლის დაღესტნელი მეტოქე ხადის იბრაგიმოვი პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.

ბრძოლა ორივე სპორტსმენმა ფრთხილად დაიწყო, ერთ-ერთი ეპიზოდში კი დოლიძე ოქტაგონზე დაეცა, თუმცა იბრაგიმოვმა ამით ვერ ისარგებლა და მალე რომანის მუხლი მოხვა ყბაში და პაექრობაც დასრულდა. კარგა ხნის განმავლობაში ლეკი მებრძოლი ფეხზე ვერ დგებოდა და ვერც გაეგო რა ხდებოდა.

32 წლის რომან დოლიძისათვის ეს კარიერაში მე-7 ბრძოლა იყო და ქართველმა მე-7 გამარჯვება მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ UFC-ში დებიუტი მხოლოდ ახლა
ჰქონდა მძიმეწონოსანმა მებრძოლმა ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის კარი საკმაოდ ხმაურიანად შეაღო.

მკითხველის კომენტარები / 27 /
ვულოცავ დოლიძეს გამარჯვებას! ჩვენებმა დიდი ხანი არაარაც დაიწყეს ჩხუბი, იმედია თავის სიტყვას იტყვიან მალე და საკმაოდ ხმაურიანად.
G.LA
12:43 19-07-2020
1
მე, ამ სპორტს ვერ გავუგე ვერაფერი. არც სანახაობა, არც კრივი, არც ჭიდაობა, რაღაცა გაუგებარი, 1 უჯრედიანი საზოგადოების სპორტია.
დაბალი ინტელექტის ფენის წარმომადგენლებზე გათვლილი, ვითომ "შოუ". ლიბერალების და უამრავი სხვა რასამთავრობო ორგანიზაციების გამკვირვებია, რატომ არ კრძალვენ ამ სპორტს? ალბათ, დადგება ამის დროს მალე.

მომკალით და ქართველ კაცს არ უხდება ეს უხეშობა და ტყის კაცობა. მე პირადად ნასწავლი ახალი თაობის წარმომადგენლებზე ვამყარებ დიდ იმედებს.

korben dallas + ნამდვილი კორბენი
06:24 19-07-2020
71

სიახლეები პოპულარული