რომან დოლიძე: საქართველოსა და დაღესტანს ერთი მთა ჰყოფს, ერთი რეგიონიდან ვართ, მაგრამ ის უპატივცემლოდ მომექცა

AutoSharing Option
გუშინ, 19 ივლისს რომან დოლიძემ სადებიუტო მატჩში რუსი ხადის იბრაგიმოვი პირველივე რაუნდში დაანოკაუტა. ბრძოლამდე საინტერესო იყო პარასკევს გამართული პრეს-კონფერენცია, სადაც ხადისმა რომანზე გაიწია და UFC-ის პრეზიდენტს დეინა უაითს მოუწია მისი შეჩერება. შეხვედრის შემდეგ, რომანმა ამ ეპიზოდზე ისაუბრა.

"UFC-ში ბევრი ადამიანი ქათამივით იქცევა. რაც ხადისმა გააკეთა უპატივცემლობა იყო. მე ვარ საქართველოდან, ქვეყნიდან, რომელიც დაღესტანთან ახლოს არის. ხადისი დაღესტნელია. ჩვენ ასე არ უნდა ვიქცეოდეთ, უბრალოდ უნდა გამოვდიოდეთ და საქმეს ვაკეთებდეთ.

გაკვირვებული ვიყავი, როცა ასე მოიქცა. ორივე ერთი რეგიონიდან ვ
ართ, ერთი მთა გვაშორებს. არ მომწონს ასე, როცა იქცევიან, თუმცა მსგავსი საქციელები დამატებით მოტივაციას მაძლევს.

მზად ვარ ხვალეც ვიბრძოლო, მოუთმენლად ველოდები ახალ მოწინააღმდეგეს და თარიღს." - ისაუბრა რომანმა ბრძოლის დასრულების შემდეგ.

მკითხველის კომენტარები / 16 /
ჩვენ დიდი ხანია უკვე გვებლატავებიან, ეს რუსეთის და თურქეთის ხელით წაქეზებული რეგიონები! ქვეყნებსაც კი ვერ დავარქმევ მაგათ!! ადრე თუ გვიან გამოჩნდება ვიღაც ნორმალური მთავრობაში და დააალაგებს ამ ჩამყაყებულ მდგომარეობას საქართველოში, ( საუკუნეში ყოველთვის გვყავდა ერთი ან ორი სულიერად ძლიერი ადამიანი, და მგონია რო გამოჩნდება მაინც ვინმე, გაფმოგვხედავს ღმერთი) აი მერე ისევ რიდი და პატივისცემა მოუნდებათ ჩვენს მიმართ!!! ეს ეხლა ვართ წაქცეულები და წაქცეულზე დიდგულობენ ყოყლოჩინობენ, აზერებიც, სომხებიც, ჩეჩნებიც , აფსუები, ოსები.. როგორც კი წამოდგება საქართველო ფეხზე, ესენი ყველა თავის ადგილს იპოვეს ეგრევე, სიტუაცია რომ შეიცვალოს და რუსეთთან რო დავლაგდეთ, ხომ წარმოგიდგენიათ მერე, გავხდებით ეგრევე ძმები ამათთვის!!! ( ყვავ- ყორნების თემა რააა
Vasili
13:04 20-07-2020
4
ღირსეული კომენტარია!წარმატებები რომან!
Irakli
12:12 20-07-2020
2

სიახლეები პოპულარული