გუშინ, 19 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ქართველი მებრძოლი ილია თოფურია UFC-ში იასპრეზებდა.
ილია აქამდე ევროპის პრესტიჟულ ორგანიზაციებში: Cage Warriors-სა და Brave CF-ში ასპარეზობდა. აღსანიშნავია, რომ 23 წლის ქართველი დაუმარცხებელია. მან 8 ბრძოლა ჩაატარა და ყველა მათგანში ვადაზე ადრე იმარჯვა.
თოფურია ნახევრადმსუბუქი წონის მებრძოლია. შეგახსენებთ, ამავე წონაში ჩვენებური გიგა ჭიკაძე ასპარეზობს.
ილია უკვე მეხუთე ქართველია, რომელიც UFC-ში გამოდის. მასთან ერთად არიან: რომან დოლიძე, გიგა ჭიკაძე, მერაბ დვალიშვილი და ლიანა ჯოჯუა.
წარმატებებს ვუსურვებთ ილია თოფურიას.
მარცხნიდან წუწკი მელასავით რომ გიყურებს - პირველი ბრძოლა მაგასთან ჩაატარე!