კიდევ ერთი ქართველი ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციაში - თოფურია UFC-ში იასპარეზებს!

AutoSharing Option
გუშინ, 19 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ქართველი მებრძოლი ილია თოფურია UFC-ში იასპრეზებდა.

ილია აქამდე ევროპის პრესტიჟულ ორგანიზაციებში: Cage Warriors-სა და Brave CF-ში ასპარეზობდა. აღსანიშნავია, რომ 23 წლის ქართველი დაუმარცხებელია. მან 8 ბრძოლა ჩაატარა და ყველა მათგანში ვადაზე ადრე იმარჯვა.

თოფურია ნახევრადმსუბუქი წონის მებრძოლია. შეგახსენებთ, ამავე წონაში ჩვენებური გიგა ჭიკაძე ასპარეზობს.

ილია უკვე მეხუთე ქართველია, რომელიც UFC-ში გამოდის. მასთან ერთად არიან: რომან დოლიძე, გიგა ჭიკაძე, მერაბ დვალიშვილი და ლიანა ჯოჯუა.

წარმატებებს ვუსურვებთ ილია თოფურიას.
მკითხველის კომენტარები / 4 /
გერმანიაშია დაბადებული და გამოდის ესპანეთის სახელით
kaxa
21 ივლისი 2020 09:43
0

მარცხნიდან წუწკი მელასავით რომ გიყურებს - პირველი ბრძოლა მაგასთან ჩაატარე!
ვაჟა
20 ივლისი 2020 12:52
3
მეხუთა რატომ!? შვედეთის სახელითაც ხომ გამოდის ერთი ქართველი ქუთათელაძე.
კვარა
20 ივლისი 2020 12:51
1
მეხუთე ქართველი ვინც საქართველოს სახელით გამოვა, ეს მე როგორც ვიცი გერმანიაში დაბადებულია და აქამდე ესპანეთის სახელით გამოდიოდა.
დიდება
20 ივლისი 2020 13:17
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული