რომან დოლიძე: ჩემი საქციელის გამო მოწინააღმდეგეს ბოდიში მოვუხადე, მას კი არაფერი ახსოვს. თუ რამე აინტერესებთ დამელაპარაკონ

AutoSharing Option
კვირას, 19 ივლისს რომან დოლიძემ სადებიუტო ბრძოლაში ხადის იბრაგიმოვი პირველივე რაუნდში დაანოკაუტა. თუმცა ჯერ-ჯერობით არ წყდება ამ შეხვედრის ირგვლივ არსებული რეზონანსი. შეგახსენებთ, ხადისმა ბრძოლამდე რომანზე გაიწია და მებრძოლების გაჩერება UFC-ის პრეზიდენტს, დეინა უაითს მოუწია.

"აწონვამდე ხადისი რამდენჯერმე შემხვდა, თბილად ვისაუბრეთ და დაძაბულობა არ ყოფილა. იქ კი მოვარდა და აგრესიულად იქცეოდა, ვუღიმოდი და ვეკითხებოდი რა ხდება-მეთქი.

ბრძოლის შემდეგ ხადისის გუნდთან მივედი და ბოდიში მოვუხადე, ცოტა არასწორი იყო რაც გავაკეთე მისი დანოკაუტების შემდეგ. ამით კონფლიქტი დასრულებული არის თუ არა, არ ვიცი. თუ
ბიჭებს დალაპარაკება უნდათ, მოვიდნენ და დავილაპარაკოთ.

ხადისსაც შევხვდი და ვესაუბრე, მაგრამ ამბობს, რომ არაფერი ახსოვს." - ისაუბრა რომანმა ბრძოლის შემდეგ ინტერვიურში.


მკითხველის კომენტარები / 25 /
ზაური და ბაჩი. ქართველობა რა შუაშია წაქცეულზე დარტყმაში? კი შეილება არავაჟკაცურად ჩანს, თუმცა მსაჯზეა ყველაფერი დამოკიდებული. თუკი მსაჯი ჩათვლიდა რომ მუხლისდარტყმისთანავე რო უკვე ნოკაუტია ზემოდან აღარ დაუმატებდა, ხდებახოლმე ასე. უბრალოდ ეს სპორტი ამ წესებითაა. შენ რომც არ დაარტყა წაქცეულზე იგივე სიტუაციაში სხვა ჩაგარტყამს.
ლაშა
13:34 21-07-2020
0
მიუხედავად იმისა რომ სულაც არ მომწონს ეს სახეობა და არც ვთვლი ამას სპორტის სახეობად და არც წინაღმდეგი არ ვიქნები რო საერთოდ გააუქმონ,დიდი ხანია ვადევნებ თვალს იმდენი მინახია წაქცეულზე გარტყმული რამდენიც გინდათ და სულაც არ ითვლება ცუდ საქციელად,პირიქით სასაცილოა და ვინც ასე თვლით პირდაპირ გეუბნებით გაგებაში არა ხართ ამ სახეობაში!!! აი კრივი სულ სხვა სიტუაციაა და იქ წაქცეულზე გარტყმისთვის როი ჯონსს წაგება ჩაუთვალეს ერთხელ თუ გახსოვთ. ყოჩაღ დოლიძეს და კიდევ კარგი მოიგო თორე თქვენ ნახავდით დაღესტნელის რეაქციას
G.l.
14:05 21-07-2020
3

სიახლეები პოპულარული