რიზვან მაგომედოვი, რომელიც UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონის, ხაბიბ ნურმაგომედოვის მენეჯერია, ადასტურებს, რომ მისი კლიენტი სექტემბრის ტურნირზე UFC 253-ზე არ იბრძოლებს.
შეგახსენებთ, თავდაპირველად იგეგმებოდა მსუბუქი წონის დროებითი ჩემპიონის ჯასტინ გეიჯისა და ხაბიბ ნურმაგომედოვის დაპირისპირება, თუმცა ხაბიბის მამა, აბდულმანაპ ნურმაგომედოვი, გარდაიცვალა და მებრძოლის გეგმები შეიცვალა.
"ხაბიბი ამ ტურნირზე არ იბრძოლებს." - ციტირებს ტას-ი მოგამედოვს.
ნურმაგომედოვის მეგობარი და ორგანიზაციის ექს-ჩემპიონი მძიმე წონაში დანიელ კორმიე მიიჩნევს, რომ წელს ხაბიბს ოქტაგონზე არ ვიხილავთ.
"ვიცი, აბდულმანაპი მისთვის რას ნიშნავდა. ხაბიბი ძალიან ძლიერი ადამიანია, მაგრამ ასეთი დანაკარგის შემდეგ, ბრძოლის გამართვას კიდევ უფრო მეტი ძალა სჭირდება. ვფიქრობ, ის წელს არ იჩხუბებს."