კადიროვის მეგობარსა და კავკასიელების დამცველს სოჭში სასტიკად სცემეს, მისი მოწინააღმდეგე 20 კგ-ით ნაკლები იყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 24 ივლისს, სოჭში გაიმართა ACA 107, რომლის მთავარ შეხვედრაში ერთმანეთს ალექსანდრ ემელიანენკო და მაგომედ ისმაილოვი დაუპირისპირდნენ. აღსანიშნავია, რომ ბრძოლა მძიმე წონაში ჩატარდა, თუმცა მთელი კარიერის მანძილზე, ისმაილოვი საშუალო წონაში (84კგ) ასპარეზობდა. გამომდინარე აქედან, მან მასის ნორმალური მომატებაც ვერ მოახერხა და ემელიანენკოზე 20 კგ-ით მსუბუქი იყო: ალექსანდრე 117, ისმაილოვი 94.6 კგ.

მიუხედავად იმისა, რომ ემელიანენკოს ფავორიტად თვლიდნენ, ისმაილოვმა 3 რაუნდის განმავლობაში ის უშანსოდ სცემა. მას ბრძოლა პარტერში გადაჰყავდა, სადაც მოწინააღმდეგეს მძიმე დარტყმებს აყენებდა. მესამე რაუნდში მორიგი დარტყმების სერიის შემდეგ რეფერიმ
შეხვედრა გააჩერა.

ბრძოლის შემდეგ, მაგომედმა განაცხადა, რომ თუ ემელიანენკოს რემატჩი სურს, ის მას აუცილებლად მიიღებს.

შეგახსენებთ, ალექსანდრე სკანდალებით ცნობილი მებრძოლია. ერთ-ერთ უკანასკნელ "წაკიდებაში" მან ლეგენდარული რუსი მებრძოლი ოლეგ ტაკტაროვი იმიტომ გამოლანძღა, რომ მან კავკასიელები უარყოფითად მოიხსენია.

მკითხველის კომენტარები / 6 /
კადიროვსნაირ კლოუნთან რომ დაიჭერს საქმეს და მერე გალოთდები რა ამბიცია უნდა გქონდეს არ მესმის??
zaza
11:17 25-07-2020
2
არ გვაინტერესებს!!!
გიორგი
15:47 25-07-2020
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული