UFC-ის ჩემპიონი მსუბუქ წონაში ხაბიბ ნურმაგომედოვი ადასტურებს, რომ მამის დაწყებულ საქმეებს ბოლომდე მიიყვანს. სამწვრთნელო კარიერის მიღმა, აბდულმანაპი დაღესტანში სპორტული ობიექტების მშენებლობით იყო დაკავებული.
შეგახსენებთ, 3 ივლისს 57 წლის აბდულმანაპ ნურმაგომედოვი კორონავირუსის გართულების გამო გარდაიცვალა.
"ყველას მინდა მოგესალმოთ და მადლობა გადაგიხადოთ მამაჩემის მიმართ გამოჩენილი ნდობით. მას ბევრი საქმე და გეგმა ჰქონდა და ჩემს მოვალეობად მივიჩნევ, მამის დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანო." - ციტირებს ხაბიბს დაღესტნის ადმინისტრაციის პრესსამსახური.
აბდულმანაპ ნურმაგომედოვმა სამბოს 18 მსოფლიო ჩემპიონი გაზარდა, რითაც გინესის წიგნში შევიდა.