UFC-ის მებრძოლის უღირსი საქციელი, მოწინააღმდეგეს საჭმელში ჩაუფურთხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
UFC-ის მძიმეწონოსანი დერეკ ლუისი ცნობილია არა მხოლოდ კარგი მებრძოლის სახელით, არამედ სკანდალური საქციელებითა და განცხადებებით.

მისი უღირსი საქციელები, ვინ იცის, როდიდან იწყებს თვლას, თუმცა პირველი ყველაზე გამორჩეული იყო, როდესაც ტრევის ბრაუნი დაანოკაუტა და მის შეყვარებულს "შებმა" დაუწყო.

ამ საქციელმა ლუისის მიმართ უარყოფითი გამოხმაურება გამოიწვია.

ხშირად დერეკი არ ერიდება ლანძღვასა და ადამიანების შეურაცხყოფებსაც, თუმცა, რაც ამჯერად გააკეთა, ყოველგვარ საზღვარს სცდება.

კვირას, 9 აგვისტოს, ის ალექსანდრ ოლეინიკს დაუპირისპირდება. მებრძოლები ლას-ვეგასში იმყოფებიან და UFC-ის დარბაზში ვარჯიშობენ. ამავე დარბაზში პროფესიონალი დიეტოლოგები ზრუნავენ მათ კვებაზეც.
ცალკე და არანაკლებ საინტერესო საკითხია, როგორ აღმოჩნდა ლუისისა და ოლეინიკის საჭმელი ერთად, მაგრამ ის, რაც გააკეთა დერეკმა, აბსოლუტურად სხვაა.

მან ოლეინიკის საჭმელი გახსნა და შიგნით ჩაფურთხება დაიწყო. ვიდეო სოციალურ ქსელებში სწრაფად გავრცელდა და შერეული ორთაბრძოლების ფანებმა მძიმეწონოსანს უხვად მიაყარეს ლანძღვა.

იხილეთ ვიდეო.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ამისთვის რომ მასე გაეკეთებიდათ მერე ტცინს მოტ... დნენ რასიზმით
Hmm
07 აგვისტო 2020 01:50
1
თავს მებრძოლებად და ვაჟკაცებად ასაღებენ,საქციელით კი,ისე იქცევიან,როგორც უკანასკნელი ნაგვები.ფულის და რეკლამის გულისთვის,ასეთი რამე როგორ უნდა იკადრო,არ მესმის.ვაჟკაცს ხომ ღირსებაც უნდა ჰქონდეს.თუ ვისაც ხვდებიან,იმას არ თვლიან ვაჟკაცად,მაშინ რატომ ხვდებიან რინგზე,ხოლო თუ თვლიან,მაშინ რატომ აყენებ შეურაცხყოფას?ერთი სიტყვით,მანდ ღირსების კოდექსი კი არა,მეძავების კოდექსი მუშაობს,თავის ძვირად გასასაღებლად,ყველაფერზე რომ არიან თანახმა.მიხარია,ჩვენი ბიჭები ასე რომ არ იქცევიან და იმედი მაქვს,მომავალშიც ასე იქნება.
სოსო
06 აგვისტო 2020 20:12
0
გორილების პლატაობამ წაგვიღო რა.
123
06 აგვისტო 2020 18:05
0
ვენაცვალე კუკ-კლუს კლანს!
დავით 67
07 აგვისტო 2020 03:18
2
ეს ყველაფერი რომ ჩუმად გაეკეთებინა და ვიღაცას ფარულად გადაეღო, მაშინ კი იქნებოდა ოთხში ამოსაღები. მაგრამ როცა კამერის წინ, დემონსტრაციულად ფიქსირდება ფაქტი, ალბათ წინასაბრძოლო "ტემპერატურის აწევასთან" უფრო გვაქვს საქმე )))
ისე კი, ადრეც გამომითქვამს ჩემი აზრი - შერეული ორთაბრძოლების ე.წ. "ოსტატები" ჩვეულებრივი ნეუდაჩნიკები არიან. ვერც ერთ კლასიკურ სახეობაში ვერ ივარგეს და ამ აჯაფსანდალში ახდენენ შესაძლებლობების რეალიზებას.
korben dallas
06 აგვისტო 2020 18:34
4

სიახლეები პოპულარული