კონორ მაკგრეგორის ბრძოლის ყურება დიდი სიამოვნებაა, თუმცა მისი გამომწვევი საუბრებისა და საქციელების გამო პრესკონფერენციაც მრავალფეროვანი და მხიარულია. მით უმეტეს, თუ მოწინააღმდეგე ისეთი კოლორიტია, როგორც ნეიტ დიაზი.
UFC 202-ის დასკვნით პრესკონფერენციაზე თავისუფლების მოყვარული ნეიტ დიაზი პირდაპირ ადგა და გაუფრთხილებლად გავიდა. გასვლისას მან თავისი გუნდის წევრები, თავისი ძმის, ნიკ დიაზის ჩათვლით, გაიყოლა და შეურაცხყოფები და პროვოკაციები აქეთ დაუწყეს ირლანდიელ მებრძოლს.
საბოლოოდ დიაზის მხარემ კონორს ბოთლები დაუშინა. რა თქმა უნდა, მაკგრეგორი არ დაიბნა და მანაც იმავე საქციელს მიმართა.
იხილეთ ვიდეო.