კონორ მაკგრეგორი და ნეიტ დიაზი ერთმანეთს ორჯერ შეხვდნენ.
დიაზმა პირველ ბრძოლაში ნაადრევი გამარჯვება იზეიმა, ხოლო მეორე შეხვედრა ნამდვილი ომი გამოდგა.
საბოლოო ჯამში, ირლანდიელმა კონორ მაკგრეგორმა მეტოქეს ქულებით აჯობა.
ძალიან ლამაზი სპორტული მომენტი დაფიქსირდა ბოლოს, როდესაც ერთმანეთს წარმატებული ბრძოლა მიულოცეს, მიუხედავად ასეთი დაძაბული ურთიერთობისა.