"კონორი მეორედ ვერ აღზევდება, ის "რეალი" არ არის" - ხაბიბ ნურმაგომედოვი

AutoSharing Option
"კონორ მაკგრეგორი თავის საუკეთესო დონეზე ვეღარ დაბრუნდება, რადგან ეს MMA-ა" - განაცხადა ხაბიბ ნურმაგომედოვმა. 

რამდენიმე თვის წინ ხაბიბმა ოქტაგონი დატოვა და კარიერა დაასრულა, რის შემდეგაც რუსმა მებრძოლმა განაცხადა, თუ რა რთულია საუკეთესო ფორმაში დაბრუნება. 

"ადამიანი კარიერაში საუკეთესო ფორმაში ერთხელ შედის და არა ორჯერ. ამას მხოლოდ კონორზე არ ვამბობ, ეს ზოგადად ასეა. ვფიქრობ, გუნდს შეიძლება "პიკის" დონე ორჯერ, სამჯერ ჰქონდეს, მაგრამ მებრძოლს - არა. მაგალითად, "რეალს" ისტორიაში საუკეთესო პერიოდი 2000-იან წლებში ჰქონდა, თუმცა 2014-დან 2018 წლამდე გუნდი საოცრად თამაშობდა, რითაც დამტკიცდა,
რომ გუნდი საუკეთესო ფორმაში შეიძლება რამდენჯერმე შევიდეს. ამის განმაპირობებელი მიზეზი ფეხბურთელების როტაციაა, რასაც მებრძოლებზე ვერ ვიტყვით.

კონორი მეორედ ვერ აღზევდება, ის "რეალი" არ არის." - აცხადებს ხაბიბი. 

მომზადებულია marca-ს მიხედვით

alt"ორმაგი სიამოვნებაა, როდესაც ამას "ბარსელონას" წინააღმდეგ ასრულებ" - ხაბიბ ნურმაგომედოვი


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული