დვალიშვილი თავდაპირველად თვითონ გადარჩა, შემდეგ კი მეტოქის უპირატესობა სენსაციურად შემოატრიალა, გამარჯვებას მიაღწია და ბონუსის სახით, 50 ათასი დოლარიც მიიღო.
მერაბმა დაპირისპირების შემდეგ, ემოციურად ისაუბრა:
"მსაჯს ვუთხარი, ბრძოლა მხოლოდ მაშინ გაეჩერებინა, თუკი საფრთხე ჩემს სიცოცხლეს შეექმნებოდა. მტკიოდა. ყველას გვტკივა. მე მებრძოლი ვარ! ნებისმიერ დროს დამიკავშირდით, ყველასთან საბრძოლველად მზად ვარ."
შეგახსენებთ, ქართველმა მებრძოლმა შონ ომალი რამდენჯერმე გამოიწვია, თუმცა მისგან თანხმობა ვერ მიიღო.
დვალიშვილი 1 დღეში 2 ადგილით "დაქვეითდა" - გაურკვევლობა UFC-ის საიტზე