კულისებიდან მიეპარა და ყელში წვდა - UFC-ის ლეგენდამ ხაბიბს მახრჩობელა ილეთი გაუკეთა

AutoSharing Option
AUTO PLAY
UFC-ის ქვემსუბუქი კატეგორიის ყოფილი ჩემპიონი, ხაბიბ ნურმაგომედოვი დიდ ბრიტანეთში სპორტულ ღონისძიებას დაესწრო და გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით ისაუბრა.

ინტერვიუს მიმდინარეობისას ნურმაგომედოვს UFC-ის ლეგენდა ჯორჯ სენტ პიერი მიეპარა და ხუმრობით ე.წ. "მახრჩობელა ილეთი" გაუკეთა, შემდეგ კი მეგობრულად გადაეხვივნენ.

ცერემონიის დასრულების შემდეგ ხაბიბმა საკუთარ ინსტაგრამის გვერდზე დაწერა:

"სასიამოვნო იყო შენი ნახვა, ლეგენდა"

შეგახსენებეთ, დაღესტნელი სპორტსმენისთვის სენტ პიერთან ბრძოლა ოცნება იყო, ნურმაგომედოვმა UFC-ის ეგიდით 13 ორთაბრძოლა გამართა და 13-ივე მოიგო, MMA-ის სტილში კი 29/29 გამარჯვება მოიპოვა.

რაც შეეხება კანადელ მებრძოლს, კარიერა 2013 წელს ჯონი
ჰენდრიქსთან ტიტულის დაცვის შემდეგ დაასრულა, 4 წლის შემდეგ კი ისევ დაბრუნდა. საბოლოო ჯამში ჯონის ანგარიშზე MMA-ის სტილში 26 გამარჯვება და 2 მარცხი გახლავთ.

მომზადებულია sportbox-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 8 /
რას აპიარებთ ამ რუს ხაბიბას,დაიწყეთ ეხლა არ არის რუსიო,დროზე იგრძნო და გაასწრო თორემ მერაბიც და გიგაც გახევდა ნაკერავზე
ქართველი
13:35 02-10-2021
24
ამას თუ მიეპარები თორე ისე ვერავინ გაგუდავს
Tazo
15:12 02-10-2021
10

სიახლეები პოპულარული