23 იანვარს UFC-ის ეგიდით ილია თოფურია მორიგ შეხვედრას გამართავს, ქართველის მეტოქე ინგუში მოვსარ ევლოევი იქნება.
მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ ილიამ იწინასწარმეტყველა, რომ მოწინააღმდეგეს პირველსავე რაუნდში დაამარცხებდა, რამაც მეტოქე გააღიზიანა...
"მატადორი კი არა ჩვარი ხარ, რომლითაც ოქტაგონს მოვწმენდ" - მიმართა ინგუშმა თოფურიას.
ილიამ პასუხად განუცხადა, რომ მისი საუბარი ყოველგვარ საზღვრებს გაცდა...
ეს ყველაფერი არის ე.წ. "ჰაიპის" ასაწევად.
ჩხუბამდე ასეთი ლაპარაკი "მოსულა" მაყურებლის "ასაგდებად"...