თოფურიას მეტოქე ბრძოლიდან გაურკვეველი მიზეზით ჩაეხსნა

AutoSharing Option
UFC-ის 270-ე ღონისძიებაზე ილია თოფურიას მეტოქე მოვსარ ევლოევი გაურკვეველი მიზეზით ბრძოლიდან ჩაეხსნა. ამიტომაც ქართველმა ახალი მებრძოლის ძებნა დაიწყო.

ილიამ "ტვიტერის" საშუალებით დენ აგე გამოიწვია და 23 იანვარს ბრძოლა შესთავაზა.

"საქმეში ხარ? გამაგებინე სასწრაფოდ, თუ ბრძოლა გსურს და 23 იანვარს შეგხვდები" - წერს ქართველი საკუთარ "ტვიტერის" გვერდზე.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის თოფურიას UFC-ის ეგიდით 11 მოგება და 0 მარცხი აქვს. იასპარეზებს თუ არა 270-ე ღონისძიებაზე ილია, ამას გარკვეული პერიოდის შემდეგ გავიგებთ. რაც შეეხება ევლოევთან ბრძოლას, მოგეხსენებათ, ინგუშმა ჩვენებურს ჩვარი უწოდა და ოქტაგონის მოწმენდას
დაჰპირდა, რის გამოც მებრძოლებს შორის სიტუაცია ძალიან დაიძაბა.

რაც შეეხება ხსენებული ღონისძიების მთავარ ბრძოლას, ის ფრანსის ნგანუსა და დროებით ჩემპიონ სირილ განის შორის წარიმართება. სულ 14 ორთაბრძოლაა დაგეგმილი.

მომზადებულია mmafighting-ის მიხედვით

alt"მატადორი კი არა ჩვარი ხარ" - ინგუში თოფურიას მიმართავს

მკითხველის კომენტარები / 3 /
ინგუშები ჯიგრები, ჩვენი ძმები არიაან :)

დენ აგე არ დაგვეთანხმა?
ოთო
22:41 12-01-2022
0
ჰა რამ შეგაშინა ევლოევო
მიშა
16:42 12-01-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული