ხვალ, 16 იანვარს, გიგა ჭიკაძე კელვინ კატარს დაუპირისპირდება. ბრძოლის მოლოდინი, რა თქმა უნდა, დიდია და უშუალოდ შეხვედრის დაწყებამდეც უცხოურ მედიაში არაერთი სტატია იწერება, გთავაზობთ mmamania-ის მიერ გამოქვეყნებულ წერილს:

"გიგა ჭიკაძე მიზნად გამარჯვებას ისახავს, ქართველი მებრძოლს შესანიშნავი შანსი აქვს, რომ ხვალ რვაკუთხედიდან გამარჯვებული გამოვიდეს და უკვე საჩემპიონო ქამრისთვის იბრძოლოს.

კატარი დიდებული მონაწილეა, თუმცა არ დაგვავიწყდეს 33 წლის გიგა მსოფლიოს დონის კიკბოქსიორია. ჭიკაძემ განვლილ შეხვედრებში ზუსტი დარტყმები შემოგვთავაზა და ოქტაგონზე მის წინ მდგომი მოწინააღმდეგეებიც ერთი მეორის მიყოლებით დაამარცხა, დარტყმების სიზუსტიდან და შედეგიანობიდან გამომდინარე ქართველს UFC-ის ზედა ეშელონის წარმომადგენლებთანაც მშვენიერი შანსი ექნება. ამ საკითხზე ევროპელმაც ისაუბრა:

"ჩემი შეტევითი არსენალი მსოფლიოში ერთ-ერთ საშიშ მებრძოლად მაქცევს, ხალხს ვურტყამ და ისინიც ავტომატურად ძირს ეცემიან. მე არამხოლოდ კარგი დამრტყმელი, არამედ ორგანიზაციაში საუკეთესო მოკრივეც ვარ. მივყვები ჩემს გზას, რომელიც UFC-ის ჩემპიონობამდე მიმიყვანს, ვიცი, პირველ რიგში კელვინ კატარი უნდა დავამარცხო, რასაც ისედა ვაპირებ" - თქვა ქართველმა.

თუმცა არ დაგვავიწყდეს ამერიკელი მებრძოლიც, ჭიკაძისთვის არც თუ ისე სასიამოვნო ფაქტია, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ კელვინი ორგანიზაციაში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი მებრძოლია, ამასთან ერთად დარტყმების ატანასაც არ უჩივის, გავიხსენოთ მაქს ჰოლოვეისთან ორთაბრძოლა.

ამრიგად, რამდენად შესწევს ჭიკაძეს ძალა, რომ მისი მომავალი მეტოქე დააფინიშოს, ამას მალე ვნახავთ, თუმცა "ნინძა" მზადაა, რომ საუკეთესო დარტყმები შემოგვთავაზოს.

"ვიცი, რომ ოქტაგონზე ძლიერი და მომზადებული გამოვა, თუმცა თუ შეცდომას დაუშვებს, მაშინვე ბრძოლას დავუსრულებ. ვაპირებ, რომ ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო ტექნიკით გავიმარჯვო, ამის შემდეგ კი სატიტულო ორთაბრძოლას დაველოდები" - განაგრძო ქართველმა.

შეგახსენებთ, ორგანიზაციის პრეზიდენტმა, დანა ვაითმა განაცხადა, რომ გამარჯვების შემთხვევაში გიგა საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლის შანსს მიიღებს.

Temo
გიგუშ წარმატება!!!!!!!!!!!!
სოსო
რაც უნდა დარტყმა გამძლე იყოს სპორტსმენი,თუ ღვიძლში დარტყმა გაატარა,მისი ფეხზე დარჩენა,თითქმის წარმოუდგენელია.ალბათ ამას გულისხმობდა გიგა,მეტოქის შეცდომაზე რომ ლაპარაკობდა.ვფიქრობ ძალიან დაძაბული ბრძოლა იქნება და ერთმა შეცდომამ შეიძლება გადაწყვიტოს გამარჯვებულის ბედი.რა თქმა უნდა გიგას იმედი მაქვს და მის გამარჯვებას ველი.მეტოქის ცხვირი აშკარად მიგვანიშნებს,რომ შესაძლოა დარტყმებს კარგად იტანს,მაგრამ დაცვის ხარისხი,მთლად საიმედო არ უნდა ჰქონდეს.ასე რომ გიგას მშვენიერი შანსი აქვს,სატიტულო ბრძოლისაკენ გაიკაფოს გზა.
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
ბათუმის "დინამოს" წარმომადგენლები ლისაბონში გამართულ მასშტაბურ საფეხბურთო სამიტს - TransferRoom LIVE Global-ს დაესწრნენ
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
"ბორჯღალოსნები" | ჩემპიონების ჯახი "მიხეილ მესხზე" - მომავალი მეტოქე აშშ
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი
უკრაინა - საქართველო | წლის დასკვნითი მატჩი
[VIDEO] ლოლაძის ოქრო და ინანეიშვილის ბრინჯაო ზაგრების გრან პრიზე
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
"აქ ვერაფერს ვაკეთებთ, რაც მალე წავალთ, მით უკეთესი" - დე ბრუინის ცოლი ნეაპოლში ცხოვრებით უკმაყოფილოა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] "თარიღი მითხარი და ერთი-ერთზე დაგანგრევ" - საბა ლაზიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი გამოიწვია
[VIDEO] ჭიკაძე ბრიტოსთან ნოკაუტით დამარცხდა
"მინდა ჩემი ჰონორარის ნაწილი გიგას ორგანიზაციას გადავურიცხო" - ვალეხოსის მოულოდნელი განცხადება ჭიკაძესთან გამარჯვების შემდეგ
"ბრმა დარტყმა გავუშვი... იმ 1%-ს, ვისაც ძალიან გაგიხარდათ, გილოცავთ..." - გიგა ჭიკაძემ სოციალური ქსელით მიმართვა გაავრცელა
ოფიციალურად: გიგა ჭიკაძე UFC-ში მორიგ ბრძოლას სექტემბერში გამართავს
"მას პირველივე რაუნდში დავაფინიშებ" - ჭიკაძემ ვალეხოსთან ბრძოლამდე პრესკონფერენცია გამართა
[VIDEO] გიგა ჭიკაძე კევინ ვალეხოსთან ნოკაუტით დამარცხდა